Sign In

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ბიზნესის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, სისხლის სამართლისა და საკონსიტიტუციო სამართლის კლინიკები.

კლინიკების მიზანია გაუწიონ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს უფასო იურიდიული დახმარება და ამავე დროს დაეხმარონ სამართლის სკოლის სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში

საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ფარგლებში, სტუდენტი ეცნობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების თავისებურებებს, რის შემდეგაც ამზადებს ჯგუფურ სარჩელს, ინდივიდუალურ სარჩელსა და სასამართლო მეგობრის ორ მოსაზრებას. ამიკურსის მომზადების პროცესში თავისუფალი უნივერსიტეტი თანამშრომლობს ვოშბორნის უნივერსტეტთან (აშშ).   საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების წარედგენა ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სტუდენტს ეძლევათ წარმომადგენლობის შესაძლებლობა. 

ბიზნესის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის კლინიკებში სტუდენტები ჯგუფურად მუშაობენ რეალურ სამართლებრივ საქმეებზე. მათ ზედამხედველობას უწევენ პრაქტიკოსი იურისტები.

საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ტიპური მომსახურებაა:

  • დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით
  • საკონსტიტუციო სასამართლოში წამომადგენლობა
  • სასამართლო მეგობრის მოსაზრების მომზადება საკოსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე.

ბიზნესის სამართლის კლინიკის ტიპური მომსახურებაა:

  • სხვადასხვა ტიპის ხელშკერულებების გაფორმებასთან დაკავშრებული კონსულტაცია
  • იურიდიული პირების დაფუძნება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • უძრავი ქონებასთან დაკავშრებული იურიდიული საკითხები;
  • მემკვიდრეობასთან დაკავშრებული იურიდიული საკითხები;
  • სამეზობლო დავები.
  • წარმომადგენლობა

ადმინისტრაციული სამართლის კლინიკის ტიპური მომსახურებაა:

  • საჯარო დაწესებულებიდან ინფორამციის გამოთხოვა
  • ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი აქტების გასაჩივრება
  • უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება
  • ლიცენზიებისა და ნებათვების მოპოვება
  • მშენებლობის ნებართვების მოპოვება
  • წარმომადგენლობა

სისხლის სამართლის კლინიკის მომსახურების სფერო შემოიფარგლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებით:

  • მკვლელობის მცდელობა
  • ჯანმრთელობის დაზიანება
  • ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ფლობა
  • ქურდობა
  • ძარცვა
  • თაღლითობა
  • ხულიგნობა
  • გამოძალვა

განსაკუთრებულ შემთხვევებში კლინიკამ კლიენტს შეიძლება გაუწიოს მოსმახურება ისეთ საკითხებზეც, რომელიც არ მიეკუთვნება კლინიკების საქმიანობის სფეროს.

__________________________________

კლინიკის საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 570 900 339

ელ. ფოსტა: clc@freeuni.edu.ge

საკონტაქტო პირები

ნანა სანებლიძე
 (+995) 599935555
 n.saneblidze@freeuni.edu.ge

კატეგორიები

კონსულტაციის სახე

რეგიონები

ადგილმდებარეობა

დამოწმებული

მისწერე ორგანიზაციას

    Preferred contact method
    Now Closed

    მუშაობის საათები

    • ორშაბათი 10:00 - 18:00
    • სამშაბათი 10:00 - 18:00
    • ოთხშაბათი 10:00 - 18:00
    • ხუთშაბათი 10:00 - 18:00
    • პარასკევი 10:00 - 18:00
    • შაბათი 10:00 - 18:00
    • კვირა 10:00 - 18:00